კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 18% სარგებლობს

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 18% სარგებლობს

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 18% სარგებლობს.

ბოლო 1 წელიწადში კერძო სადაზღვევო პაკეტის მფლობელთა რაოდენობა 44,199 გაიზარდა, რაც მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით 1 პროცენტული პუნქტით ზრდაა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ბოლოს სამედიცინო დაზღვევის მოქმედი პოლისების რაოდენობა 682 152 შეადგენდა.  სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის პორტფელი კი, 375,4 მლნ ლარია.   

ბაზრის 26% “ჯიპიაი ჰოლდინგზე” მოდის, რომელსაც 98.1 მლნ ლარის პრემია აქვს ამ სექტორში მოზიდული; მეორე ადგილს  ბაზრის 18%-იანი წილით “იმედი L”  იკავებს.  კომპანიის პორტფელი 67.9 მლნ ლარია. 67 -მილიონიანი პორტფელით სამეულშია “არდი”. 8%-იან წილს იკავებს “თიბისი დაზღვევა” (პორტფელი – 29 მლნ ლარი) ხუთეულში შედის “ირაო” – 28 მლნ ლარის პორტფელით.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…